სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ რამდენი ლარი დახარჯა მივლინებაში - აუდიტის მონაცემები

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2019
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ვიზიტი არდაგანშისამი თვის მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯაავხეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, შრომის ანაზღაურების ხარჯმა 90 178 ლარი შეადგინა. შტატგარეშე შრომის ანაზღაურების ხარჯისთვის – 13 650 ლარი, მივლინებებში – 1000 ლარი, სამი ავტომობილით გადაადგილებში კი – 9 251 ლარი. მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ ადმინისტრაციაში სულ 22 შტატიანი თანამშრომელია და ხუთი - შტატგარეშე. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში, მხარის გუბერნატორი და თანამშრომლები იმყოფებოდნენ:3-3-ჯერ ადიგენსა და მის სოფლებში, ასევე ბორჯომსა და მის სოფლებში. 2-2-ჯერ ნინოწმინდასა და ბაკურიანში. ერთხელ ახალციხის სოფლებსა და თბილისში.რაც შეეხება მივლინებას, თებერვალში გუბერნატორი, სამუშაო ვიზიტით თურქეთში, არტაანის რეგიონში იმყოფებოდა. სამივლინებო ხარჯების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნია ქვეყნის ცხრა ადმინისტრაციას შორის მეოთხე ადგილს იკავებს. ცხრა გუბერნიაში, სამი თვის განმავლობაში, მივლინებებისთვის გახარჯული თანხა ასე გამოიყურება:გუბერნატორის ადმინისტრაცია იმერეთში - 3 375 ლარი;შიდა ქართლში - 2 171 ლარი;კახეთში - 2 807 ლარი;სამცხე-ჯავახეთში - 1000 ლარი;სამეგრელო-ზემო სვანეთში - 952 ლარირაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 880 ლარი;ქვემო ქართლში - 864 ლარი;გურიაში - 832 ლარი;მცხეთა-მთიანეთში - 60 ლარი.ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავბახეთის ადმინისტრაციაში პრემია ან დანამატი არ გაცემულა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ საჯარო სამსახურებს, სამ თვეში მივლინებებზე 18.3 მლნ. ლარი დაიხარჯა, ეს თანხა დაახლოებით 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.მხარჯავი უწყებების მიხედვით, მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა, 9.9 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა. თავად სამინისტროს ინფორმაციით, 9,540,489 ლარიდან 8,385,843 ლარი მისიებში დაიხარჯა, 859,670 ლარი ქვეყნის გარეთ, მათ შორის ავღანეთში მივლინებების ხარჯებია, 294,976 ლარი კი - ქვეყნის შიგნით მივლინებებზე მოდის.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია