შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება" - გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2019

ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება რომ გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება - შს მინისტრი შუალედურ არჩევნებზე საუბრობს. გახარია ამბობს, რომ პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს, თუმცა სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად.

”ყველამ ვინც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი. ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის რომ გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება,“-აცხადებს გახარია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია