სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივნისი 2019
მომღერალი მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე მხარის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციაში, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია