შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ერთს თავში აქვს ნაჯახი ჩარტყმული, მეორეს ზურგში’ – ახალი დეტალები ანდაში მომხდარზე

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივნისი 2019
როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“, სოფელ ანდაში მცხოვრებლები ამბობენ,რომ შემთხვევა დღეს, 14 ივნისს დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. მეზობლების დაპირისპირების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, ორივე დაშავებული შუახნის კაცია.„ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“, – გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი.მისი თქმით, ადგილზე სასწარაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი იყო გამოძახებული. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაჰყავთ, მეორე კი ახალციხეში რჩება.საავადმყოფოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია