შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დანით დაჭრილი 18 წლის ლანჩხუთელი ბიჭის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივნისი 2019

18 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა, რომელსაც 7 ივნისს  თავს საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ დაესხნენ მოულოდნელად დამძიმდა.

ცივი იარაღით დაჭრილი 18 წლის ლუკა ფაცურიას დედა, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, შვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და აუცილებელია მისი გადაყვანა საზღვარგარეთ.

დასავლეთის რეგიონალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ცოტნე სამადაშვილის თქმით, 7 ივნისს დაჭრილ პაციენტს, პირველადი ოპერაციები ლანჩხუთში ჩაუტარდა, შემდეგ მოხდა მისი გადმოყვანა ქუთაისში. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მშობლებს მისცეს არჩევანის საშუალება ან გადაეყვანათ დაჭრილი რომელიმე სხვა კლინიკაში, ან მას ადგილზე ჩატარებოდა საჭიროების მიხედვით რამდენიმე განმეორებითი ოპერაცია.

გადაწყვეტილების მსიარებად მშობლებს მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ.

ცნობისთვის, შემთხვევა ლანჩხუთში მაშინ მოხდა, როცა ლუკა ფაცურია მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. მას თავს სამი პირი დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია