შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანზე: აქ მიდის სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2019
„რეგიონებში ვაგრძელებ ვიზიტებს იმისთვის, რომ ადგილზე ვნახო რა ვითრდება, რა არის ის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და რა პრობლემები რჩება. მინდა მქონდეს ჩემი წარმოდგენა. აქ ნათელია რომ მიდის სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება, ეს იქნება ძალიან მალე, ძალიან სერიოზული ტურისტული ცენტრი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის დათვალიერების შემდეგ.პრეზიდენტი ხვალ, 16 ივნისს ბორჯომის მოსახლეობას შეხვდება: „მინდა მათგან გავიგო რა პრობლემები გააჩნიათ“.ბორჯომში გამგზავრებამდე სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა. დაათვალიერებს გოგირდის აუზებს, რემერტის ხიდს, ობსერვატორიას, შემდეგ ზარზმას, ასევე, სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში მარნებს მოინახულებს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაეცნობა. პრეზიდენტის შეხვედრები ჟურნალისტებისთვის დახურულია.[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია