შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფესტივალი ,,არტ-გენი 2019” ახმეტიდან დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2019

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ საზეიმოდ ახმეტაში გაიხსნა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, წყაროების ტყე-პარკში მოეწყო ნახატების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, კულინარიული, ღვინისა და ლუდის კუთხეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ჰამაკის ზონები და ა.შ.

,,არტ-გენი 2019” ახმეტაში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. გარდა სხვადასხვა სახის გამოფენისა, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რეგიონული ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ – #ჰოროლი.

ღონისძიებები დასრულდა ლელა ნაყეურის, ბენდი “ჩვენებურების” და ჯგუფი ,,ფრანის’’ კონცერტით, „არტ-გენის” მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია”,- აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია