შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილის გარეშე გამარჯვება არ იქნება, ივანიშვილის გარეშე – დამარცხება"- ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივნისი 2019

"რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა გადაცემაში "მძიმე კაცთან" განაცხადა , რომ "სააკაშვილის გარეშე გამარჯვება არ იქნება.

"მესამე ძალა რომ გამოჩნდეს, ბუნებრივია, ამას რაღაც ნიშნები უნდა ჰქონდეს. ის პიროვნებები და ის პარტიები, რომლებიც ახლა ჩნდებიან, ვერ ჩამოყალიბდება, როგორც მესამე ძალა. აშკარაა, რომ ორი ხელისუფლება ქვეყანაში ბევრს მობეზრდა, მაგრამ ამათ გარეშე პოლიტიკური თამაში ჯერ–ჯერობით არ იქნება. ის, რომ საქართველომ დაძლიოს ორხელისუფლებიანობა და გახდეს მრავალპარტიული, მესამე ძალით კი არ გაკეთდება, არამედ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ძალებით ერთად. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში ხუთი–ექვსი ძალა იქნება წარმოდგენილი და მაშინ, გადანაწილების დროს შესაძლოა, გამოვლინდეს ამის შესაძლებლობა. წინასაარჩევნოდ მესამე ძალამ პირველი ძალობა იკისროს და ვინმე დაამარცხოს, საქართველოში არ ჩანს – საქართველოს მაკრონი არ ჰყავს. თუ ალეკო ელისაშვილს, ან ვინმეს ჰგონია, რომ ის შესაძლოა, იყოს მაკრონი, ეს სიმართლე არ არის. მაკრონი იმიტომ ვთქვი, რომ მაშინაც ორი პოლიტიკური ძალა არსებობდა, ორივე ჩაიძირა და მესამემ გაიმარჯვა. საქართველოში ახლა ასეთი პოლიტიკური ძალა არ არის. სააკაშვილის გარეშე გამარჯვება არ იქნება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე დამაცხება არ იქნება"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია