როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მოადგილემ თანამდებობა დატოვა.
მერიიდან ჩვენთან ფაცურიას წასვლის მიზეზად შიდა დაპირისპირებას ასახელებენ, მერის პრესცენტრში კი გვეუბნებიან, რომ მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ჩვენ შევეცდებით ტელეფონით დავუკავშირდეთ ლანჩხუთის მერსა და მის უკვე ყოფილ მოადგილეს და უფრო მეტი გავარკვიოთ იმის შესახებ თუ რატომ დატოვა მერის მოადგილეობა ფაცურიამ.