გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კარტოფილით დატვირთული მიკროავტობუსები პრეზიდენტის სასახლესთან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2019

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთად სახლში" და "ერთად სახლში საქართველო" პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 24 საათიან, უწყვეტ აქციას იწყებენ.

„17 ივნისის 13.00 საათიდან ორგანიზაცია დაიწყებს უფასო კარტოფილის, როგორც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების სიმბოლოს, დარიგებას. აქცია ამ ეტაპზე დაიწყება პრეზიდენტის სასახლესთან, თბილისში, ათონელის ქუჩაზე, სადაც განთავსდება კარტოფილით დატვირთული მიკროავტობუსი.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არ ეთანხმება მარიონეტი ზურაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნას, ვისაც წაართვეს არჩევნები და დაუნიშნეს პრეზიდენტი, ჩაერთონ აქციაში და კარტოფილის წაღებით სიმბოლურად გამოხატონ სამოქალაქო პროტესტი.“- ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია