შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ქართულ უმაღლესებში უგამოცდოდ ჩააბარებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პირებს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელთაც სწავლის გაგრძელება ქართულ უნივერსიტეტებში სურთ, სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.

“დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომ სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიიდან, ვინც გამოთქვამენ სურვილს სწავლა გააგრძელონ ქართულ უნივერსიტეტებში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამაში, ამიტომ, შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს რომ ისწავლოს ქართულ უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს უკვე შემდეგი ეტაპია”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის სასწავლო გრანტით განაგრძობს სწავლას.

დადგენილების მიხედვით, ამ პირობებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირს, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია