შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მინსკში გასამართ ევროპის თამაშებზე გორიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2019
დღეს გორელ სპორტსმენებს, რომლებმაც ევროპის თამაშებზე უნდა მიიღონ მონაწილეობა მშობლიურ ქალაქში შეხვედრა მოუწყვეს. 21-30 ივნისს მინსკში გასამართ ევროპის თამაშებზე გორიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს. თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი და ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის" ხუთი წევრი ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი კოკაური. კოკაური აზერბაიჯანის ნაკრების წევრია, დანარჩენები კი საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია