გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეფექტურად გადააქვთ საზოგადოების ყურადღება სერიოზული პრობლემებიდან ცირკის არენაზე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2019

დღეს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მიერ გამართულ შეკრებას და მის მუქარისშემცველ განცხადებებს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ეხმაურება და წერს: 

"არც არავითარი რაზმები არ შეიქმნება, არც სამოქალაქო ომი დაიწყება, არც იმაზე მეტი რუსული ტალღა არ აგორდება, რაც ამჟამად საქართველოს ფსევდო-სახელმწიფოს ოფიციალურად აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო; ამჟამად მიმდინარე პროცესი ლოგიკურად არის სპეცსამსახურების მიერ მართული და ანგაჟირებული. არანაირ საფრთხეს ისინი არ წარმოადგენენ მთავრობისათვის; სამაგიეროდ, ეფექტურად გადააქვთ საზოგადოების ყურადღება სერიოზული, ფუნდამენტური პრობლემებიდან ცირკის არენაზე. ის, რომ ადამიანთა უფლებების დამცველთ და დანარჩენ საზოგადოებას მოხერხებულად იყენებენ სასარგებლო იდიოტებად, ეს კიდევ სხვა საკითხია. საბოლოო ჯამში, მთელი ეს ბალაგანი, რომელიც შიო-ლევან-ირმა-თარხანის მრევლითაა დაკომპლექტებული, არანაირ სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს.
რაც შეეხება ლგბტ თემს, ფემინისტებს, კლუბომანებს, მარიხუანისტებს, პოხუისტებს და ა.შ., შევახსენებ, რომ მათი პრობლემები არ გადაიჭრება მანამ, სანამ საქართველო სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდება. ამიტომ, პატივცემულებო, რამენაირად ჩამოყალიბდით და რომელიმე პროგრესულ პოლიტიკურ ძალას მიემხრეთ, არჩევნებზე იარეთ, შეეშვით "დიმიტრი გელოვანის" ლოდინს და პრაგმატული არჩევანი გააკეთეთ, თორემ ფეოდალურ-კრიმინალურ "პახანატში" რამდენიც არ უნდა იჭრაჭუნოთ თქვენი უფლებების დასაცავად, ყოველთვის გაბითურებული დარჩებით და ყოველთვის ასეთი სახით გამოგიყენებენ სასარგებლო იდიოტებად"-წერს გურული.

"მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია