შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2019
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მონაწილეობა მხოლოდ „ამხანაგობა პარკინგმა“ მიიღო, იმ შემთხვევაში თუ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, პარკინგის მოსაწყობად 8 965 994 ლარი დაიხარჯება.გამარჯვებულმა კომპანიამ ავტოსადგომი თვითონვე უნდა დააპროექტოს, შემდეგ კი 4.2 ჰექტარზე მშენებლობა დაიწყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას. ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია