შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენი კადრებთუხუცესი კადრებს მხოლოდ საჩხერეში პოულობს" - ცისკარიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2019

"სერგეენკომ თუ ვერ შეძლო გაძღოლოდა ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას როგორ შეძლებს, საკითხავი ეს არის, თორემ, თვითონ შვებით ამოისუნთქებდა, თავი რომ დააღწია ამ აჯაფსანდალს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლას.

"უკვე აღარავის უკვირს, რომ ჩვენი კადრებთუხუცესი კადრებს მხოლოდ საჩხერეში რომ პოულობს. მალე არც ის გაგვიკვირდება დედაქალაქი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი სოფელი გახდეს.

"სერგეეენკოც საჩხერის კლინიკის უფროსი იყო და შემდეგ გახდა მინისტრი, ახლადდანიშნული მინისტრიც საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო, ოღონდ უფრო იმედის მომცემი პროფილით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაცემული დანაპირები ვისაც კბილები არ ქონდა საქართველოში ყველას ჩაუსვავდნენ, ეტყობა ეს დრო ახლა მოვიდა.

"სერგეენკომ თუ ჯანდაცვის გაძღოლა ვერ შეძლო, პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას როგორ შეძლებს, საკითხავი ეს არის, თორემ, ალბათ თვითონ შევებით ამოისუნთქა თავი რომ დააღწია.

"ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ეს სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო კი არა, კერძო ბიზნეს ცენტრი იყო და ახლა საერთოდ აჯაფასანდალი გახდა.

"ახალი მინისტრი კი მალე ინანებს ამ თანამდებობას რომ დათანხმდა. მე ისეთი შთაბედილება მრჩება, რომ ჩვენს კადრებთუხუცესს, თვითონ რომ არა აქვს პრობლემები მედიცინასთან, დანარჩენებს თავში ქვა გვიხლია"- განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცისკარიშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია