"კიდევ ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს ვერ გეტყვით, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და რეალურად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ვერ შეცვლის.
"დღეს ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, მინისტრები არიან თოჯინები, ჩვენ კი ცუდი სპექტაკლის მაყურებლები"- აცხადებს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
დავით სერგეენკო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი იყო "ოცნების" ხელისუფლებაში და მას ასევე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებაშიც. ვერ გეტყვით რას შეეწირა სერგეენკოს თანამდებობა, შიდა დაპირისპირებას თუ სხვას.
ეს ფაქტორი ყოველთვის არის ხელისუფლებაში, ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად, მაგრამ "ოცნებაში" ეს ანომალიურ ხასიათს ატარებს. ერთმანეთს არა ქვეყნის აღმშენებლობაში, არამედ ქვეყნის დანგრევაში ებრძვიან.
ისე, სერგენკოს წასვლა ვფიქრობ, დაასუსტებს "ოცნებას".
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ვერ გეტყვით ვინ იქნება შემდეგი, ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინტს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მინისტრების ცვლა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას რეალურად ვერ შეცვლის.
ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, მინისტრები არიან თოჯინები, ჩვენ კი ცუდი სპექტაკლის მაყურებლები."- განაცხადა ჭიჭინაძემ.