გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალაქ ოზურგეთში სიორიძის N22-ში ხუთსართულიანი სახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2019

ქალაქ ოზურგეთში სიორიძის N22-ში ხუთსართულიანი სახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმყოფებოდა.

სიორიძის ქუჩაზე მალე სკვერის მშენებლობა დაიწყება.

პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

როგორც კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, მერია ადგილზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 103 259 ლარს შეადგენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია