რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:"რაში გამოიხატება, რომ ემიჯნება საპატრიარქო მისივე სასულიერო პირების აგრესიულ განცხადებებს? განკვეთს მათ ეკლესიიდან? მმკ- ს დაშლის და მღვდლობიდან გააგდებს ისაკაძეს და კამპანიას? ქორეპისკოპოს იაკობს სამაგალითოდ დასჯის? მოძალადე მრევლსაც რომ ემიჯნება და ლამის გმობს, ეს პატრიარქის და მისი თანამოსაყდრის უახლოეს პერსონას- ლევან ვასაძესაც ეხება თუ მხოლოდ მისგან მართულ ვინმე რიგით მოძალადეს? თუ არც ერთს?
გასაგებია, რომ საზოგადოებამ, მედიამ, პოლიტიკური ჯგუფების უფრო თამამმა ხელმძღვანელებმა და მხარდამჭერებმა, მამაცი სასულიერო პირების, თეოლოგების წინააღმდეგობამ- ყველაფერმა ერთად უკან დაახევინეს ილია მეორეს და მის წრეს წინა დღეებში დეკლარირებული აგრესიული ძალადობრივი პოზიციიდან.
ხელისუფლებას და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს მოუწევთ სიტყვა საქმედ აქციონ... რაც მალე იზამენ, მით უკეთესი მათთვისვე, საზოგადოებისგან მკაცრ დასჯას გადაურჩებიან.