შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დღეს კიდევ ერთხელ მოკლეს გიორგი ანწუხელიძე"-გამოხმაურებები გავრილოვის პარლამენტში სტუმრობაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2019
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნება.სხდომას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელი მოირგო. მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. 

"რუსების ხელით ჩახოცილი ჩვენი ბიჭების სულებს მაინც რას ეუბნებით თქვე სამშობლოთი მოვაჭრე მონებო!
შინდისის გმირების საფლავთან ხართ მისათრევები, სტუმარ-მასპინძელიანად!
პ.ს. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ზის და რუსეთუმე რაინდები გეებს დასდევენ!
აქცენტების გადატანა რუსულად!
ეს უკვე რბილი ძალა აღარაა, ტანკების შემდეგ, ღიად შემოუშვეს ჰალსტუხიანი ოკუპანტები!
აგვიფეთქეთ ჰო სამშობლო და თავზე გადაგვამტვრიეთ სახელმწიფო"!-წერს "ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი. 

"დღეს კიდევ ერთხელ მოკლეს გიორგი ანწუხელიძე!

ამჯერად ის საქართველოს მოღალატე ხელისუფლებამ მოკლა. შეიძლება ახლა უფრო მეტი ტკივილიც კი განიცადა ცხონებულმა.
ის ბიჭი ასეთი საშინელი წამებით იმიტომ არ მომკვდარა საქართველოსთვის, რომ თქვენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატები მიგეთრიათ და სპიკერატში დაგესვათ. თან დეპუტატსაც ხომ გააჩნია. ის თახსირი გავრილოვი პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველო არაა"-წერს ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი. 

"ერთი თქვენი დედაც მოვ...ან, ეს თუ არ გაღელვებთ. აქ გადის ეროვნული ღირსება, თქვენ რომ საყურეებზე გამავალი გგონიათ, აქ!

ფუ, გული ამერია. შეუძლებელია უკვე ამის ყურება. მონების და ყლ...ბის ქვეყანა"-წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

"შეგვიყვანა ესენგეში დედამ...ულმა ხიხომ"?!-წერს ცოტნე გამსახურდია. 

"უომრად ჩავბარდით?!!! აქედან დესუვერენიზაციამდე აღარაფერია დარჩენილი. ფსიქილოგიურად, როგორც ჩანს, შეგვამზადეს, რადგან ეს გავაბედინეთ"-წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. 

"მოსკოვი, კრემლი, 
პუტინს
"საქართველოს თავზე რუსული დროშა ფრიალებს."
ბიძინა ივანიშვილი.
20.06.2019წ"-წერს გიორგი გუგავა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია