შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექვთიმეს სახლ-მუზეუმში დამწყები პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2019

დღეს, 19 ივნისს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

დამწყებმა პოეტებმა საკუთარი და ცნობილი პოეტების ნაწარმოებები წაიკითხეს.

ღონისძიება ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „კოლხამ“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა: რეზიკო ხომერიკმა და თამუნა გოგოლაშვილმა, ასევე, გიტარისტმა გოგა მახარაძემ გააფორმეს.

გაიმართა მონაწილეთა დაჯილდოვება.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის - სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების ფინანსური მხარდაჭერითა და კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, ტურიზმის და ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია