შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2019
აღნიშნულ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.„პოლიციამ მხოლოდ პროპორციული ძალა უნდა გამოიყენოს, ისეთი საშუალება, როგორიც რეზინის ტყვიებია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. სამართალდამცველები ვალდებული არიან პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც სანქცირებული, ისე არასანქცირებული აქციის დროს… ძალის გამოყენების შესახებ გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტი სამართალდამცველებისგან მოითხოვს, არ მიმართონ ძალადობრივ საშუალებებს,“ – აღნიშნულია Human Rights Watch-ის მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაცია თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებულ ნორმებზე.ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.წყარო:netgazeti.ge
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია