დღეს, საქართველოში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს. ბოლნისის №23 საარჩევნო ოლქში შემავალი სამოცდაორივე უბანი რვა საათისთვის მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად. პირველი ბიულეტენი საარჩევნო ურნაში № 2 უბანზე, ცხრის ხუთი წუთისთვის ჩავარდა ,სადაც 1268 ამომრჩეველია რეგისტრირებული.