გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქრისტეს სახელით სპეკულირება ხდება, რუსეთის მონობაში საქართველო არ უნდა დავუშვათ... "- მეუფე საბა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2019

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა, თბილისში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის უმძიმესი იყო გუშინდელი ღამის კადრების ხილვა.

"სამწუხაროდ საქართველოში კვლავ მეორდება 90-იანი წლების მოვლენები. ძმათა სისხლის ღვრა! ეს დაუშვებელია. პოლიციას უფრო მეტი მოეკითხება. დღეს სამღვდელოება სიძულვილისკენ და დაპირისპირებისკენ კი არა, მშვიდობისკენ უნდა მოუწოდებდეს საზოგადოებას. მე თქვენს გვერდით ვარ, გამოხატეთ პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი. ქრისტეს სახელით სპეკულირება ხდება, ამას ნუ აყვებით ეს დაუშვებელია. ვიცი, რთულია ამ ყველაფრის მოთმენა, რთულია მოითმინო, როდესაც გაფურთხებენ, გაგინებენ, შეურაცხჰყოფას გაყენებენ, მაგრამ ეს უნდა მოვახერხოთ. ეს არ არის გზა რომელიც ჩვენ გვჭირდება. მოვიქცეთ ისე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება, ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება არჩევნებით, ეს უნდა ვისწავლოთ და მივბაძოთ მათ. არ ღირს არცერთი ხელისუფლების ცვლილება თუნდაც ერთი ადამიანის სისხლის ფასად. რუსეთის მონობაში საქართველო არ უნდა დავუშვათ, ვიცი არ დაუშვებს არცერთი ქართველი ამას. ჩვენც დავიხოცებით ისე როგორც 9 აპრილს, არასდროს დავუშვებთ საქართველოს მონობაში დაბრუნებას.“- განაცხადა მეუფე საბამ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია