შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დუმას დეპუტატების ყოფნას პარლამენტში ოზურგეთშიც გააპროტესტებენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2019

აქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას ოზურგეთში აქციით გააპროტესტებენ.  დღეს, 20 ივნისს, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის სავარძელი დაიკავა

""არამარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში უნდა გავაპროტესთოთ ეს სამარცხვინო ფაქტი, რაც პარლამენტის შენობაში მოხდა! დღეს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის გმირებს ჩააფურთხეს სულში"-გელოდებით ოთხ საათზე "ჭადრების ბაღში" . იმედი მაქვს დეპუტატებიც ჩვენს გვერდით დადგებიან. იმედია, ოზურგეთელების პროტესტი ფეისბუკს გასცდება - ამ განცხადებით იწვევენ მოქალაქეებს აქციაზე სოციალურ ქსელში. 

აქცია 16 საათზე ოზურგეთის "ჭადრების ბაღში" გაიმართება და მასში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორია და მედიის წარმომადგენლები და ნებისმიერი მსურველი მიიღებს მონაწილეობას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია