გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ნარინჯისფერი რეზინის ტყვია გამოიყენეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2019

ექსპერტ-კრიმინალისტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა დაასრულეს და ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.

პარლამენტის წინ კი სხვადასხვა სახის ტყვიები ყრია, მათ შორის დიდი ზომის ნარინჯისფერი რეზინის ტყვია, რომელიც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს.

მთელი ღამის განმავლობაში კი პარლამენტის წინ დაპირისპირება მიმდინარეობდა პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის.

დაკავებულია ასობით ადამიანი, ისინი გადაყვანილები არიან სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას არ ავრცელებს. უცნობია, რატომ არ ასაჯაროებენ ამ მონაცემებს.

დაკავებულთა შორის იყო პირველი არხის ოპერატორი, რომელიც საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს აიყვანეს.

„ვიღებდი და დამაკავეს. დაკავებებს ვიღებდი იმ პიროვნებების, ვისაც აკავებდნენ და დამიჭირეს და მცემეს,“ - ამბობს ნიკა მუხიგულაშვილი.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის სამართალდამცავებიც. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია