„საზოგადოების, სტუდენტების პროტესტი არის სამართლიანი. რუსეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის უმაღლესი იერარქების განცხადება საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პროტესტი სწორია. ახალგაზრდებისათვის თვალის დათხრა, რეზინის ტყვიების დაშენა და შეურაცხყოფა არ ეპატიება რუსეთის ფილიალად ქცეულ მთავრობას. აჯობებდა რუსეთის დეპუტატის წინააღმდეგ ,,ეწარმოებინათ" სპეცოპერაცია და ქვეყანა დაეცვათ ოკუპანტებისგან, ვიდრე სამარცხვინო ბრძოლა გაემართათ სუფთა გულითა და პატრიოტული იდეით გამსჭვალული ქართველი ერისთვის.“ - წერს მამა ანდრია.