გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საჩუქრებსაც ვუკეთებ დღესასწაულებზე"- ქუტიძე დასუფთავების აქციას გამოეხმაურა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2019

გურიის მოამბის" ვებგვერდზე გუშინ გასულ წერილთან დაკავშირებით, სადაც ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ გამართულ  საპროტესტო აქციაზე იყო საუბარი და  სადაც ისინი ხელფასების დაგვიანებით დარიცხვის გამო,  სამსახურის ხელმძღვანელის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავენკომენტარისთვის დასუფთავების სამსახურის უფროსს თემურ ქუტიძეს დავუკავშირდით, რომელიც ირწმუნება, რომ ისინი უკანონოდ არაფერს აკეთებენ და არც თანამშრომლების პრეტენზიებს იზიარებენ:

ლადო ხოსრომაშვილმა პირდაპირ მოგვცა რეკომენდაციაარ შეიძლება არაფრით თვის ხელფასი ათი დღით ადრე გაიცესო, ანუ 20-ში და 21-შიო და ჩემი თანამშრომლები  ითხოვენ 23-24-ში ხელფასს. მე შემექმნა პროლემებიზოგმა შვებულება აიღო, ზოგი სამსახურიდან წავიდა, განცხადება დამიტოვა და გაიქცა. 3 თვეა ვეუბნები მათ თვის ბოლოს გადავიტანოთმაგალითად ამ თვეში 28-ში მოუწევთ ხელფასის აღება.მითხრეს  ბანკებთან გვაქვს პრობლემებიო. ველაპარაკე  ყველა ბანკს (კრედო, საქართველო, ვითიბი).არაფერი პრობლემა არააო, მოგვმართონ და გადაუვადებთ იმ რიცხვში, რომელსაც მიგვითითებენო .სესხის დაფარვის დროს ნუ მოვლენ, მაშინ ვერ გავუკეთებთ ვერაფერსო. გავიდა 3 თვე 4. წინა თვეშიც იგივე პრობლემა წარმოიქმნა და  ზუსტად 20-21-ში კიდევ ასეთი ამბავი ატეხეს. კარგით,  ამ თვეში  დაგირიცხავთ ისევ 20-21 ში და მერე მოაგვარეთ  ეს პრობლემა-მეთქი. გავიდა ეს ერთი თვეც და მოვიდნენ კიდევ ისევ იგივე პრობლემებით, ზოგს შვებულება უნდა, ზოგი  ავად არის სამკურნალოდ უნდა  წავიდეო, ზოგი სამსახურიდან მიდის, უკვე ხელფასი რომ გაცემული მაქვს და ასეთი პრობლემებია , სხვა აიპებშიც და ისინიც  აპირებენ გადასვლას, უბრალოდ მე სამი თვის  წინ დავიწყე გაფრთხილება და მეგონა რომ  ყველას მოგვარებული აქვს, რამოდენიმე პიროვნების გარდა, ისიც ვუთხარი თუ ვინმესთან წარმოგექმნებათ პრობლემა  ბანკთსან, მითხარით-მეთქი და მე დაგილაგებთ  და მოგიგვარებთ მაგ სიტუაციასაც-თქო. არაფერი  არ არის ბუღალტერის ბრალი.

მეეზოვებს კი არ ვურიცხავ მასე, მთელი სამსახური გადადის ხელფასის მიღების სისტემაზე თვის ბოლოს სამუაო დღეს. მაგალითად ამ თვეში შაბათი-კვირა უწევს. ჩვენ  ასეთი სისტემა დაგვხვდაეს არასწორია. ავანსად ხელფასისი გაცემა არ ეიძლება. ძალიან მეწყინა, რომ თქვეს, გვერდში არ გვიდგასომე რაც მოვედი აქ  80 ლარი  ხელფასი დავუმატე. სუბსიდირებული თანხაა. ამას გაკეთება უნდა, მოთხოვნა უნდა, თანხის ჩასმა უნდა ბიუჯეტში, მერიამ   უნდა გამოითხოვოს  და მაქსიმალურად რაც შიზძლება ვაკეთებ, ეს რომ იყო ..იურიდიული პირი, კი შენს გემოზე დაამატებ როგორც გინდა ხელფასს და ჩვენს შემთხვევაში თუ თანხა არ მოიძიე და მუნიციუპალიტეტმა არ დამიფნანსა ვერაფერს  ვაკეთებთ. კიდევ მინდა მოვიძიო თანხები და კიდევ დავუმატო, მაგრამ აგენი ამას არაფრად არ თვლიან. კიდევ ყურადღებას არ მაქცევსო  რომ თქვეს, როგორ არ ვაქცევ? არ არსებობს 8 მარტი, დასუფთავების დღე, ახალი წელი პრემიები რომ არ დავურიგო. არავისთვის არ მიმიცია და მაგათ მივეცი. მეტიც მინდა გავუკეთო, მაგრამ არაა ამის საშალება. რაც აქამდე არ ქონიათ, ყველაფერს ვყიდულობ: აღჭურვილობას,  პლაშია“, ხელთათმანია  თუ რაც  არის საჭირო.“- გვითხრა ქუტიძემ.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია