სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველები სოლიდარობის ნიშნად თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო გამოსვლებს შეუერთდნენ. ,,რუსეთი ოკუპანტიას’’ პლაკატებითა და სხვადასხვა საპროტესტო შეძახილებით წარიმართა დემონსტრაციები შვედეთში არსებულ საქართველოს საელჩოს შენობასთან.
აქციის მონაწილეებმა თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს აგრეთვე პროტესტი თბილისში მომხდარი ანტიოკუპაციური მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ორმა ახალგაზრდამ სპეცრაზმელის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიების გამო თვალები დაკარგა.