შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოცნებამ“ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაცმოძრაობა“ – ექსპერტები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2019

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“  20 ივნისს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ფორ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. ის არის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე ყვე­ლა იმ მან­კი­ე­რე­ბის, რაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ახა­სი­ა­თებ­და, – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც გა­სულ ღა­მით თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა.

ექ­სპერ­ტის თქმით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ მო­ა­ხერ­ხა იმ სა­კი­თხზეც კი, რო­მელ­ზეც სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სი არ­სე­ბობ­და, ის ქმე­დე­ბე­ბი არ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, რაც მოხ­და.

„პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ და სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სი იყო ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის სა­კი­თხის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, ამ სა­კი­თხზეც კი მო­ა­ხერ­ხეს და რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ჩა­ა­ტა­რეს. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვე მხა­რეს აქვს, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძი­რი­თა­დად მა­ინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა, რო­მელ­მაც სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სის პი­რო­ბებ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბით სცე­მა ხალ­ხი. გა­სა­გე­ბია, და­შა­ლეს აქ­ცია, მაგ­რამ შემ­დეგ დევ­ნა და ცემა-ტყე­პა უკვე იყო უპა­ტი­ე­ბე­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პრობ­ლე­მა, რო­გორც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, ასე­ვე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში­ცაა“, რომ­ლე­ბიც მისი თქმით, სიმ­ბი­ო­ზად იქ­ცნენ.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გუ­შინ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ფორ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, თქვა, რომ ის არის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე ყვე­ლა იმ მან­კი­ე­რე­ბის, რაც ახა­სი­ა­თებ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ამ მან­კი­ერ სიმ­ბი­ოზ­ზე. ეს არის აშ­კა­რა სიმ­ბი­ო­ზი, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნე­თით იკ­ვე­ბე­ბა და მძევ­ლად ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი მთე­ლი ქვე­ყა­ნა. სიმ­ბი­ო­ზის გა­ყო­ფა თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ის მთლი­ა­ნად უნდა მო­ი­შო­რო. ეს არის სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი. რო­დის მო­ა­ხერ­ხებს ამას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არ ვიცი“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, დას­რულ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მოს­თხო­ვოს პა­სუ­ხი პო­ლი­ტი­კუ­რად მა­თაც, ვინც ამ პრო­ვო­ცი­რე­ბას ხელი შე­უ­წყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ეს ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბა გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა, – ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტივახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გა­სულ ღა­მით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

რო­გორც ძა­ბი­რა­ძე აცხა­დებს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრობ­ლე­მა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უთ­ვლე­ლო­ბაა, რო­მელ­მაც თავი ბოლო დღე­ებ­შიც იჩი­ნა.

„რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რი­ლოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს, აქ ორი აზრი არ არის და ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ ეს იყო ძა­ლი­ან ცუდი მოვ­ლე­ნა. სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და. ვინ არის კონ­კრე­ტუ­ლად დამ­ნა­შა­ვე, ამის თქმა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა. ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მუ­დამ აქვს პრობ­ლე­მა გა­უთ­ვლე­ლო­ბის, ჯერ რა­ღა­ცას აკე­თებს და შემ­დეგ იწყებს ფიქ­რს. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სინ­დის­ზეა. არ არ­სე­ბობს სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც სა­კუ­თარ ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ენით უნდა ესა­უბ­როს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია დას­რულ­და და რამ­დენ ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს სხვა თე­მაა. იყო პრო­ვო­ცი­რე­ბაც. ნე­იტ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პა­სუ­ხი უნდა მოვ­თხო­ვოთ პო­ლი­ტი­კუ­რად მა­თაც, ვინც ამ პრო­ვო­ცი­რე­ბას ხელი შე­უ­წყო, ვინც მო­უ­წო­და ადა­მი­ა­ნებს, რომ შე­სუ­ლიყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში და მით მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბა გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა. თუ ჩვენ ამას თვალს არ გა­ვუს­წო­რებთ, კი­დევ მრა­ვალ­ჯერ აღ­მოვ­ჩნდე­ბით შარ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ პრო­ვო­ცი­რე­ბით ხელ­ში ჩა­იგ­დონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. იქ აქ­ცია სხვაგ­ვა­რად მი­დი­ო­და და მხო­ლოდ ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მო­წო­დე­ბე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო მან სხვა გაგ­რძე­ლე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლის ნაკ­ლე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც შე­ეძ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლო ნაკ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­ე­შა­ლა მი­ტინ­გი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და იმა­საც, ვინც პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მო­წო­დე­ბე­ბით გა­მო­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ვერ­სი­ა­ცაა, რომ ის, რაც რუს­თა­ველ­ზე მოხ­და, ვგუ­ლის­ხმობ დარ­ბე­ვას, ხელს აძ­ლევ­და, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ის იმ ნა­წილს, ვინც პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან არც ერთს არ აქვს იმე­დი, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გზით შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და მე­ო­რემ მო­ი­პო­ვოს“, – გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ექ­სპერტს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სავ­ლად, პირ­ველ რიგ­ში, სი­ტუ­ა­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნად გაგ­რძე­ლე­ბა ესა­ხე­ბა, თუმ­ცა დას­ძენს, რომსა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის შექ­მნა სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

„პირ­ველ რიგ­ში დღეს და­ა­ნონ­სე­ბულ­მა აქ­ცი­ამ უნდა ჩა­ი­ა­როს მშვი­დო­ბი­ა­ნად და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ უნდა ეცა­დოს აღ­კვე­თოს მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია. შემ­დეგ უნდა და­ი­წყოს დად­გე­ნა, ვინ რა გა­ა­კე­თა და რო­გორ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­იქ­მნას სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ის­წავ­ლის ამ პრობ­ლე­მას. ეს არის ამ წუთ­ში გა­მო­სა­ვა­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

გავ­ნით­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს ასე­ვე ექ­სპერ­ტი გია ნო­დია:

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორ­ჯერ გა­მო­ის­ვა ყელ­ში დანა: ჯერ გავ­რი­ლო­ვის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩას­მით, მერე იმით, თუ რო­გორ და­შა­ლა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია.

დიახ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქ­ცი­ის დაშ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. დიახ, ნიკა მე­ლი­ას მო­წო­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეჭ­რის­კენ იყო სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მას გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. დიახ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა არის და­უშ­ვე­ბე­ლი.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბერ­საც და, მი­თუ­მე­ტეს, 2011 წლის 26 მა­ის­საც იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლის ლე­გა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა მას სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ ფა­სად და­უჯ­და. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპი­კე­რებ­მა და მომ­ხრე­ებ­მა ის დაშ­ლე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უპა­ტი­ე­ბელ და­ნა­შა­უ­ლად ჩა­უთ­ვა­ლეს. ახლა თვი­თონ უა­რე­სი გა­ა­კე­თეს.

ამ შემ­თხე­ვა­ში, თვი­თონ დაშ­ლის პრო­ცე­სი იყო, ერთი მხრივ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, მე­ო­რეს მხრივ კი, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სი­სას­ტი­კის მა­გა­ლი­თი. რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გა­მარ­თლე­ბა იმით, რომ ის ნამ­დვილ ტყვი­ებს ჯო­ბია. მაგ­რამ ეს გა­მარ­თლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ობ­დეს მხო­ლოდ იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თის იმ­წა­მი­ე­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის საფრ­თხე აღარ არის და მა­ინც რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით დას­დევ ხალ­ხს ქუ­ჩებ­სა და სკვე­რებ­ში, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­მით გა­ა­მარ­თლო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­რა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის ის ნარ­ჩე­ნე­ბიც და­კარ­გა, რაც ჰქონ­და. მაგ­რამ ეს სი­ხა­რუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა იყოს – ეს ქვეყ­ნის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის უდი­დე­სი საფრ­თხეა. ქვე­ყა­ნას ლე­გი­ტი­მუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი ყვე­ლას სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სია პრო­ცე­სე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია.

ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ეს უნდა ნიშ­ნავ­დეს სა­დღაც შე­ვარ­დნის და რა­ღა­ცის და­კა­ვე­ბის ცდუ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმას. ცდუ­ნე­ბა არ­სე­ბობს, თით­ქოს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­მენ­ტია, მაგ­რამ კარ­გი ამას არა­ფე­რი მოყ­ვე­ბა.

მე­ო­რეს მხრივ, მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ცაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც. ოღონდ სრუ­ლი­ად არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რომ მათ რო­მე­ლი­მე ერთი პარ­ტია მო­ექ­ცეს სა­თა­ვე­ში (თუნ­დაც ამ წუთ­ში „კო­ა­ლი­ცია“ ერ­ქვას). ვიცი, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ წამ­ყვან­მა პარ­ტი­ებ­მა სიმ­წი­ფე უნდა აჩ­ვე­ნონ იმით, რომ ქმე­დე­ბე­ბის რა­ღაც გეგ­მა­ზე შე­თან­ხმდნენ, რაც რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი – მათ შო­რის იმ არა­პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბით­ვი­საც, ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც გუ­შინ­დე­ლი აქ­ცია სა­ერ­თოდ შედ­გა.

კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას. 2007 წელს პრე­ზი­დენ­ტი გა­დად­გა – ახლა ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რი ვერ გა­დად­გე­ბა. კო­ბა­ხი­ძის და გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ უკვე არა­საკ­მა­რი­სი.

რაკი სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წესი არის ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე თუ ისე აერ­თი­ა­ნებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­თან­ხმდეს.

არ ვიცი, ესეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა თუ არა, რომ საქ­მეს ეშ­ვე­ლოს, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

commersant.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია