შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში, რკინის ჭიშკრის ქურდობა სცადეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2019

ოზურგეთში, მ. კოსტავას ქუჩაზე რკინის ჭიშკრის ქურდობა სცადეს. 

რამდენიმე წუთის წინ, ორსართულიანი საერთო საცხოვრებლების შესასვლელთან უცხო ადამიანი შენიშნეს, რომელიც ჭიშკრის მოპარვას ცდილობდა. 

ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიცია მუდმივად მოძრაობას ქურდობის მცდელობა ადგილობრივებმა აღკვეთეს. 

"ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა დაინახა უცხო ადამიანი რომ ექაჩებოდა ჭიშკარს. თითქმის მოხსნილი იყო, წასაღებად გამზადებული. მერე ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი და ის გაიქცა.  პატრული სულ მოძრაობს აქ და ცოტა გასაკვირია, რაც მოხდა. ალბათ ჯართში ჩააბარებდა და ამისთვის სჭირდებოდა"-გვიყვება აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია