შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მე ვარ მაკო, 18 წლის, რომელმაც აქციაზე დაკარგა თვალი"-გოგონას ემოციური წერილი ფეისბუკზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2019

ადამიანები, რომლებსაც პოლიცია დამიზნებით ესროდა, ნადირობდა, დასდევდა და ურტყამდა - აქციის დარბევისას დაიჭრა და დაშავდა არაერთი ადამიანი. მძიმე მდგომარეობაშია ამ დრომდე 2 მომიტინგე, რამდენიმე ახალგაზრდამ დაკარგა თვალი. 

18 წლის მაკო პარლამენტის კიბეებთან დაიჭრა. დათვებზე სანადირო ტყვია მას თვალში გაარტყეს. მაკო სავადმყოფოში წევს. 20 ივნისის ბრძანების შედეგად ერთი თვალი აღარ აქვს. ამბობს, რომ არასდროს შეეგუება უსამართლობას და ქვეყნის ოკუპაციას.

"მე ვარ მაკო, 18 წლის, რომელმაც გუშინ აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო, რომელმაც ნებით თუ უნებლიეთ, თავის წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ, არ მინდა, დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე ან პალატაში საწოლზე, სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო. არ მინდა, დაიკარგოს არაფერი, რასაც ახლა ვგრძნობ. ტკივილს, გაბრაზებას. მე დაუცველი ვიყავი იქ, როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის, როგორც ათასობით ადამიანი. ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემ გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ.

"ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი. იმ ღამემდე არასდროს არ მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა. ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს, ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ. რუსეთი მკვლელი ოკუპანტია! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს! პ.ს ჩემი თითების კომბინაცია კი გეკუთვნით ყველას,ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანეთ ჩვენ სასიკვდილოდ გაწირვაში," - წერს მაკო სოციალურ ქსელში. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია