შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2019
გუშინ, 21 ივნისს ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.საქართველოს პარლამენტთან 20 ივნისს დაწყებული აქცია, გუშინ 19:00 საათისათვის განახლდა. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გარდა, პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციის ძალადობრივი ფორმით დაშლასაც აპროტესტებდნენ.პარლამენტთან შეიკრიბილები იყვნენ, პოლიტიკოსები, ხელოვანები, მწერლები, სტუდენტები, მოქალაქეები. ისინი რამდენიმე მოთხოვნას აჟღერებდნენ, ესენია: შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.აქციაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა და მედიკამენტები ორი ავტომობილით მიიტანეს და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის დახმარების მზადყოფნას გამოთქვამდნენ.აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირზე გვიანობამდე იყვნენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია