სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძლიერი წვიმის გამო ურაველში გზები, საქონლის სადგომები და ნათესები დაიტბორა [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2019
სოფელ ურავლის მცხოვრებელელბი ამბობენ, რომ წყალი სავალ გზაზე გადმოვიდა. მათი თქმით, დატბორილია საქონლის სადგომები და საკარმიდამო ნაკვეთებიც: „წყალი შესულია კარტოფილში და სხვა ნარგავებში“.როგორც, სოფელ ურაველში მერის წარმომადგენელი ემზარ ოქრომელიძე აცხადებს, ძლიერი წვიმის გამო სოფელში არსებულმა მილხიდმა წყალი ვერ დაიკავა და გადმოვიდა: „ აქ ხევი ჩაედინება და მილხიდია გაკეთებული, რამაც წყალი ვერ დაიკავა და გადმოვიდა. მთელი ხრეში აქვს გადმოტანილი ცენტრალურ გზაზე და დატბორილია. რამდენიმე ადგილობრივმა მითხრა რომ წყალი ნაკვეთებშიც შეუვარდათ“.წარმომადგენლის თქმით, ამ წუთებში გზებს ადგილობრივებთან ერთად წმენდს. მოინახულებს დატბორილ ნაკვეთებს და აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიას აცნობებს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია