შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საინფორმაციო ტრენინგი მოსწავლეებისთვის

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ნოემბერი 2018


ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია ,,ერთობის’’ მიერ ინიცირებული პროექტის ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდების ევროკავშირთან ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდის მეშვეობით, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა’’ფარგლებში დღეს საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ტრენინგზე ხუთი სკოლის ოცდაათამდე მოსწავლეს მოკლედ განემარტა ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების’’ და ,,ღმა და ყოვისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ’’ შეთანხმების არსი, ტრენერებმა ისაუბრეს იმაზეც თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმება საქართველოსთვის. თვალსაჩინოებისთვის მოხდა ვიდეო რგოლების ჩვენება თემაზე – DCFTA გავლენა საქართველოში მცირე მეწარმეებზე. ასევე მიმოიხილეს სატარიფო პოლიტიკა, ,,წარმოების წესები’’ და სხვადასხვა სერტიფიცირებისა და ხარისხის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია პროდუქციის გასატანად ევროკავშირში.
პროექტი რომელიც სხვადასხვა აქტივობას ისახავს მიზნად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია