შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებს ბინის ქირას უხდის

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2018

გულო შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მუნიციპალიტეტი დახმარებას უწევს და ბინის ქირით უზრუნველყოფს. გულოს მსგავსად აღნიშნული პროგრამით 12 ოჯახი სარგებლობს. სოციალურ პროგრამაში ცვლილება 3 წლის წინ შევიდა. ოჯახებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული და არ აქვთ მუდმივი თავშესაფარი, ბინის ქირას – ასი ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად უხდის. ასევე უნაზღაურდებათ კომუნალური ხარჯებიც.

„დიდი დახმარება გამიწია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, წლებია ვსარგებლობ ამ პროგრამით. მყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს ქირა კი დიდი შეღავათია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მერიას“. -აღნიშნა გულო შაინიძემ.

„ასეთი ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტში 4 საცხოვრისია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფართი არ აკმაყოფილებდა შემოსულ განცხადებებს, მივიღეთ გადაწყვეტილება სოციალურ პროგრამაში გაგვეწერა ბინის ქირით უზრუნველყოფა. ახალგაზრდა ოჯახებს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ,  არ აქვთ თავშესაფარი და მათი სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება, ვუხდით თანხას 100 ლარის ოდენობით, ამ ეტაპზე გვყავს 13 ოჯახი, ბინის ქირა კვლევის შედეგად განისაზღვრა“. აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი.

გარდა ბინის ქირით უზრუნველყოფისა, ადგილობრივი ხელისუფლება მსგავს ოჯახებს გარკვეული რაოდენობით, კომუნალურ ხარჯებსაც უნაზღაურებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია