შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელი კიბეები გაკეთდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2019
ზარზმელის ქუჩაზე, საავტომობილო გზის დიდი მონაკვეთის ფეხით გავლის სირთულის გამო, მოსახლეობა გადასაადგილებლად გზის მარჯვენა მხარეს არსებული გორით სარგებლობდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს, აღმართზე გადაადგილება ჭირდა. ამის გამო, საჭირო გახდა მოწყობილიყო ქვეითთა გადასასვლელი კიბე.საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პროექტის მართვის განყოფილების მიერ. ხელშეკრულება 40 000 ლარზე შპს „პერსპექტივასთან“ დაიდო.შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, სამ წელს. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, მერიის შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია