სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული ანთიმოზობა გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ივნისი 2019
საზეიმო წირვას 10:00 საათზე ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე აღავლენს.13:00 საათზე დაიწყება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, ასევე სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა კერძები.სოფელ უდეში "ანთიმოზობის" დღესასწაული 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია