შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„რუსეთი კლავს!“- ბერლინში ქართველი ემიგრანტების აქციას გერმანელებიც შეუერთდნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2019

„რუსეთი კლავს!“, „პუტინ ხუილო!, „იდი ნა ხუი!“ - გუშინ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართველმა ემიგრანტებმა, რუსეთის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია  გამართეს.

აქციის მონაწილეებს გერმანელი,უკრაინელი,ჩეჩენი და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ემიგრანტებმა ხელისუფლებას მთავარი მოთხოვნების შესრულება მოსთხოვეს,მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი აზრი, რომ უპირობოდ, რუსეთი ოკუპანტია და ხელისუფლება აძლევს მას საშუალებას ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს.

 

ავტორი: "გურიის მოამბე"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია