გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნეტა მე ვყოფილიყავი ის, ვინც თვალი დაკარგა და არა ის გოგო"- ჩიჩუა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2019

ყოფილი პირველი ლედი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

"მინდოდა პირველს მომემართა, მაგრამ ვერ დაგიცავით. ვერ დაგიცავით იმ სისხლიან ღამეს. მინდოდა მე ვყოფილიყავი ერთ-ერთი, მაგრამ ნუ იქნებოდა ის, ვინც თვალი დაკარგა.

ძალიან მიჭირს იმის მიუხედავად, რომ არასდროს მიჭირდა ხალხის წინ სიტყვის თქმა. ახლა სხვა რეალობასთან მაქვს შეხება, მე გელაპარაკებით, როგორც ერთ-ერთი მშობელი.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა.

პარლამენტის დარბაზში, სპიკერის სკამზე არ უნდა იჯდეს რუსი და ამის შემდეგ რა ხდება, მივდივარ, ვაპროტესტებ, სუფთა ხელებით, ვარ 18 წლის და მესვრიან... მე რაც ვნახე სისხლში ამოსვრილი, სრულიად ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ქონიათ ის განზრახვა, რომ ვინმე მოეკლათ ან რამე გაეფუჭებინათ, ეს არის უმძიმესი... მე აქ მოვედი როგორც დედა და როგორც მოქალაქე, ეს ჩემთვის საზარელია.“- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ყოფილმა პირველმა ლედიმ ხელისუფლების იმ წევრების მიერ თანამდებობის დატოვების აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ სისხლიან ღამეზე:

„ვინც დაგეგმა ეს სისხლიანი ღამე, ვინც გაბედა და ბავშვებს ესროლა, თუ ვერ ვახერხებ რომ გავუძღვე ჩემს საქმეს პატიოსნად, წესიერად და კანონის ფარგლებში უნდა დავტოვო პოსტი“- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია