შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ მეგულება ქვეყანაში არცერთი ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს სინამდვილეში რაც ხდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019

ნაცვლად დამნაშავეების დასჯისა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, უფრო სწორად რუსეთმა გადაწყვიტა და ივანიშვილი უსრულებს, ორი კურდღელი ერთად დაიჭიროს: საზარელი დანაშაული გადააბრალოს მისთვის ყველაზე საძულველ პოლიტიკურ ძალას. 
ძალიან ბრიყვი უნდა იყო, ან უბრალოდ არ უნდა გინდოდეს დანახვა, რომ ამას ვერ ხედავდე. 
ამდენი წლის განმავლობაში სიღატაკის ზღვარს მიღმა გადასროლილი ხალხი და თითქოს ყველაფერზე ინერტული ახალგაზრდობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი ოკუპანტის დანახვამ გამოაღვიძა და ხელისუფლების ამ სამარცხვინო საქციელის გაპროტესტების გამო ოლიგარქმა ისინი სასტიკად დასაჯა! შემდეგ კი გაავრცელა ხმები რომ ამ ყველაფერს ნაციონალური მოძრაობა მართავდა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით! მათი ბოდვა იქამდე მივიდა რომ უკვე რეზინის ტყვიების, მათ შორის ნადირზე სანადიროდ განკუთვნილისაც, არასწორად გამოყენებასთანაც ნაცების დაკავშირებას ცდილობს! 
არ მეგულება ქვეყანაში არცერთი ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს სინამდვილეში რაც ხდება! თუ ვერ ხვდება, ან უსაშველოდ ჩლუნგია ან უბრალოდ სხვადასხვა მიზეზით ასე აწყობს! 
ყველა დეპუტატმა, ვინც დღეს ნიკა მელიას დაპატიმრებას მისცემს ხმას, ის არა მხოლოდ ხმას აძლევს საშინელ უსამართლობას, ის ამართლებს იმ საზარელ ღამეს, ხალხმა გავრილოვის ღამე რომ შეარქვა და რაც ყველაზე მთავარია, სამუდამოდ იჭრის თავს საკუთარ შვილებთან!

გონიერო, გულიანო და უშიშარო ახალგაზრდებო, პარლამენტმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ყველაფერი თქვენს შემდგომ რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. ეხლა უნდა აჩვენოთ რომ თქვენ მართლა არავინ გმართავთ და ვერავინ გამოგიყენებთ! საქმე მელიას დაცვაში კი არ არის, მას დაცვა არ ჭირდება და ძალიან ღირსეულად უჭირავს თავი, მთავარი ისაა რომ რაზეც ამდენი დღეა იბრძვით ასეთი მსხვერპლის ფასად, აი ამან ფუჭად არ ჩაიაროს და ყველაზე მთავარი რაც თქვენ გინდათ – დამნაშავეების დასჯა, ასე ცინიკურად არ დასრულდეს. ეს თქვენ სულში ჩაფურთხება იქნება და ის ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელიც თქვენ დაიწყეთ, ის ახალი რეალობა რომელიც თქვენ შექმენით, ძალიან დიდი დარტყმას მიიღებს! 
არ გამოაყენებინოთ თავი ამ უტიფარ ხელისუფლებას! 
გამოადექით იმ საქმეს რამაც ერთად შეგყარათ – თქვენს ქვეყანას! არ დაუხაროთ თავი უსამართლობას და არც ამდენმა უსინდისობამ შეგაშინოთ – თქვენ ძალიან მაგრები ხართ და ყველაფერს ბოლომდე მიიყვანთ!

ხოლო თქვენ კი, ვინც დღეს ნიკა მელიას დაპატიმრებას შიშისგან აკანკალებულ ხმას მისცემთ და მერე სირცხვილის ოფლს მოიწმენდთ ძარღვგაწყვეტილი შუბლიდან, მხოლოდ ერთს გეტყვით: 
ნიკა მელია თავისუფალია ეხლაც და თავისუფალი იქნება ციხეშიც, თქვენგან განსხვავებით პუტინის ოფლიანო შნირებო!

წერს ირინა სარიშვილი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია