შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი" აშენდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ივნისი 2019

ქ. ოზურგეთში "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი" აშენდება.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019 წელს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში" ცენტრის მშენებლობის პროექტის მოწონების თაობაზე, დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განკარგულება დამტკიცდა.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარია და ის ქ. ოზურგეთში აკაკის ქუჩაზე განთავსდება.

"მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში, ოზურგეთს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ცენტრი, რომელიც ყველა საჭირო სერვისს შესთავაზებს ჩვენს მოქალაქეებს" - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია