შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019
ფესტივალი ახალციხის ციხეზე 28-30 ივნისს გაიმართება. იგი მიზნად ისახავს რეწვის დარგების პოპულარიზაციასა და სახელოსნოების წარმოჩენას.ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისა და აქ მომუშავე ოსტატების საქმიანობის ღია მასტერკლასები მოეწყობა.ადგილზე შესაძლებელი იქნება კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, იარაღის დამუშავება, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, ქსოვილების დაჩითვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა. ერთ სივრცეში მოწყბილი სადემონსტრაციო ჩვენებები საშუალებას მისცემს თითოეულ ოსტატს, საკუთარი ხელობის უნიკალურობა და სახელოსნოების მიერ შეთავაზებული მომსახურება წარმოაჩინოს.სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება სამჭედლო, ტყავის დამუშავების, ხეზე კვეთის, თექის, ტექსტილის, ლითონის, კერამიკის, ტიხრული მინანქრის სახელოსნოები; ასევე - აზიური გალერეა, სადაც სამკაულებისა და ლითონის დამუშავების მასტერკლასის ნახვა იქნება შესაძლებელი. ფესტივალში მონაწილეობას 200-მდე ქართველი და უცხოელი ოსტატი მიიღებს.ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.მსგავსი ფესტივალი ახალციხეში გასული წლის სექტემბერშიც მოეწყო. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია