სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019
მძლეოსნობაში ფინალური შეჯიბრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკთან მოწყობილ სარბენ ბილიკზე გუშინ, 25 ივნისს გაიმართა. ერთმანეთს აღმოსავლეთის და დასავლეთის ზონალურ თამაშებში გამარჯვებულები შეეჯიბრნენ. ბიჭებმა 1 300 მეტრი, გოგოებმა კი 1 100 მეტრი გაირბინეს.ახალციხის მეექვსე სკოლის გოგონები ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუპირისპირდნენ, მესამე სკოლის ბიჭები კი ქუთაისის კადეტთა სკოლის მოსწავლეებს.გამარჯვებული გუნდები 2020 წელს სლოვაკეთში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია