სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019
კონკურსის დამაარსებელმა თამარ ლიჩელმა ოთხი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, I-II-III პრემიის გამარჯვებულები და ცნობილი მუსიკოსებისა და მუსიკალური ორგანიზაციების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი მონაწილეები დააჯილდოვა. დაკავებული ადგილების მიხედვით, კონკურსანტებისათვის გაიცა სოლიდური ფულადი ჯილდოები, ჟიურის წევრის ჩონგჩონგ ჩაის ინიციატივით კი საუკეთესო კონკურსანტები იტალიაში პიანისტთა კონკურსის ფინალში იქნებიან მიწვეულები. კონკურსი საზეიმოდ 20 ივნისის გაიხსნა და ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში საქართველოს გარდა პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა 50-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. კონკურში წარმატული გამოსვლა ჰქონდა ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგის მარინა რატიანის მოსწავლეს ლიზი ხაჩიძეს, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა. გასული წლის მსგავსად, კონკურსანტების მოსმენებთან ერთად გაიმართა კონცერტები. ამჯერად მუსიკის მოყვარულების წინაშე ცნობილი შემსრულებლები „ყანჩელის კვარტეტი“, დავით ალადაშვილი, კორადო ნერი და გიგი პიანომენი წარსდგნენ. საკონკურსო დღეებს სასტუმრო Crowne Plaza-მ უმასპინძლა. ცერემონიას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე დაესწრნენ. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის საპატივსაცემოდ დაარსდა. 2017 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. კონკურსის მიზანი კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესება და მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებაა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია