გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში, მალე დაგიბრუნდებით კარგი ამბებით..." - მაკო გომური

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019

გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 
18 წლის მაკო გომური 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს. 
„მოკლედ, წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები. პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა...“ - წერს მაკო გომური.
შეგახსენებთ, რომ მაკოს ოჯახის წევრების განცხადებით, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.
მათი ინფორმაციით, გოგო სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის მოედნის გავლით სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.
რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია