შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა, პოლიტიკური შურისძიებაა"- მუხაშავრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019

უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. მუხაშავრია ფიქრობს, რომ ამით მმართველი გუნდი ყურადღების გადატანას ცდილობს და სურს, რომ გახარიადან მთელი კონცენტრაცია მელიაზე გადავიდეს, თუმცა ეს არ გამოუვათ.

იურისტი ფიქრობს, რომ მელიას დაპატიმრების საფუძველი არ არსებობს და წესით სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ პარლამენტმა მისთვის მანდატის მოხსნით საკმაოდ ცუდი პრეცედენტი შექმნა, რასაც საერთაშორისო ასპარეზზე უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება.

ნიკა მელიას დაკავება და მისთვის მნადატის შეჩერება არანაირად გამართლებული არ არის. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასიათასობით ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. მითუმეტეს საუბარია, რომ სხვა ოპოზიციის ლიდერების დაკავებაც იგეგმება.

მელიას დაპატიმრება, იმ ფონს, რომელიც ახლა ქვეყანაშია კიდევ უფრო დაძაბავს. ჯობდა ინდივიდუალურ პირებზე საქმის გამოძიება დასრულებულიყო და თუნდაც მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ.

მელიას აშკარა ძალადობისკენ მოწოდება არა ყოფილა. კადრებშიც ჩანდა, რომ ის შიგადაშიგ საზოგადოებას წესრიგისკენ და სიწყნარისკენ მოუწოდებდა. მელიას დაკავების ფაქტი პარალმენტისთვისაც საკმაოდ ცუდი პრეცედენტი იქმნება. საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების თვალში, საკმაოდ ცუდად გამოჩნდება.

მელიას გმირად გამოცხადება, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად გამართლებული არ არის. მისთვის ასე სასწრაფოდ მანდატის ჩამორთმევა და მითუმეტეს დაკავება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს. ჯობდა პროცესები ჩაწყნარებულიყო და მისი პასუხისმგებლობის საკითხი შემდეგ დამდგარიყო.

თუ ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ ოპოზიიცის ლიდერების დაკავებით მთავარი ყურადღების გადატანა მოხდეს და „ნაციონალებს" დააბრალოს ის შეცდომები, რაც 20 ივნისს ჩაიდინეს, ნამდვილად არ გამოუვათ."-  ამბობს მუხაშავრია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია