შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი გვახარია:"ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი სურათი საქართველოს ისტორიაში"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019

"იმედია მალე მოვა დრო, როცა პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბავშვებს სკოლაში, ისტორიის გაკვეთილებზე უჩვენებენ 
ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი სურათია საქართველოს ისტორიაში
სპეცრაზმის წევრების სახეებს მაინც ვერ ვხედავდით. ვიღაც გაურკვეველი "რკინის კაცები" ისროდნენ ტყვიებს.,

აქ კი სახეებს ვხედავთ. გაყინულ მზერას ივანიშვილის ჯარისკაცებისა, რომლებსაც, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ როგორ შეაფასებს მათ ისტორია. სახელი და გვარი აქვთ ამ ადამიანებს! ოჯახები ჰყავთ, მეგობრები, ნათესავები... მაგრამ მათვის მხოლოდ ერთი რამ უნდა იყოს მთავარი- როგორ დააფასებს ამ გულისამრევ ერთგულებას მათი კარაბას-ბარაბასი" - წერს კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია.

დღევანდელი პლენარული სხდომის პოლიტიკური შედეგი - გაერთიანებული ოპოზიციისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი მოუხსნეს. რეგისტრაცია გაიარა 92-მა დეპუტატმა გაიარა 91-მა კი ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

"არა, ვფიქრობ და ვერ გამიგია – რა დაგიდეს ასეთი და რით დაგაშინეს? ასეთი რა კომპრომატები აქვს იმ მახინჯ კაცს? სულ რომ სექსუალური ორგიის ვიდეოები და პირდაპირ კორუფციის დამადასტურებელი კადრები დაედოთ თითოეულზე ისე ვერ გაგანადგურებდნენ, როგორც ამ კენჭისყრით გაინადგურეთ თავი" წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.

 

ნიკა მელიას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა. საქმე სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაა აღძრული.

დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

"ქართული ოცნები"წევრმა მარიამ ჯაშმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.

რომან კაკულია და ბექა ოდიშარიაც ის დეპუტატები არიან, რომლებიც დღეს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრას ესწრებოდნენ, თუმცა იმუნიტეტის შეჩერებისთვის ხმა არ მიუციათ.

ასევე, კენჭისყრაზე რეგისტრაცია არ გაიარეს უმრავლესობის დეპუტატებმა მირიან წიკლაურმა, 
ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ, რომელთა ხმებიც შესაბამისად არ დაფიქსირებულა ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია