შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსი ჯარისკაცი:"ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019

სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუ ვრცელდება. იგი 2008 წლის ომზე საუბრობს.
"რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში.
გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო: ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულიც ბევრი გყვავდა და დაჭრილიც.
ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? - ყვიროდა მეთაური, უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო.
15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა, თავისი ტექნიკით.
ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა.
როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ - თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავად მოისწრაფა სიცოცხლე.
ჩვენი მეთაური, 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა - "ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო"...
სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია