შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყოჩაღ ნიკა და სირცხვილი 91-ვე მონას! "- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ყოჩაღ ნიკა და სირცხვილი 91-ვე მონას! ჩვენ ვიმახსოვრებთ თქვენს უსახურ სახეებს!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას იმუნიტეტი 91 ხმით შეუჩერეს. პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. 

კენჭისყრის მომენტში დარბაზში არ იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები.

კენჭისაყრელად რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა მონაწილეობა 91-მა დეპუტატმა მიიღო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია