გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი"-თამარ ბაღაშვილი გახარიას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2019

"რუსთავი2" - ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილმა შს მინისტრთან შეხვედრაზე გახარიას გადადგომა ურჩია და განაცხადა, რომ ის ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათია.

თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას უთხრა, რომ მას 20 ივნისის შემდეგ აღარ აქვს ლეგიტიმური უფლება ეკავოს მინისტრის თანამდებობა.

ჟურნალისტის თქმით, მას კითხვები აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გიორგი გახარია გადადგომას არ აპირებს.

„მე აღარ მაქვს შეკითხვა, თქვენ რჩებით თქვენს სავარძელში , ეს გავიგე, მე როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე ერთ წინადადებას ვიტყვი, ბატონო გიორგი თქვენ 20 ივნისის შემდეგ ვეღარ იქნებით შს მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ეკავოს შს მინისტრის პოსტი თქვენ ხალხის თვალში გახდით სისხლიანი ჯალათი და მე მგონი ჯობს - გადადექით,“- უთხრა თამარ ბაღაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია